ოთარ კიტეიშვილი „ბრუნო გალას“ დაჯილდოებაზე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი „ბრუნო გალას“ დაჯილდოებაზე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ქართველი ლეგიონერი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ დაასახელეს და ვენაში, „გლობუსის“ სტადიონზე გამართულ „ბრუნო გალას“ 29-ე საქველმოქმედო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბოლო ორი სეზონია ორი ვერსიით ავსტრიის საუკეთესო მოთამაშედ სახელდება.

„ბრუნოს“ გალა-საღამო 1997 წლიდან ​ავსტრიის ფეხბურთის ლეგენდის, ბრუნო პეცეის ხსოვნის პატივსაცემად ყოველ შემოდგომაზე იმართება. ბუნდესლიგის მოთამაშეები გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში ირჩევენ.

ღონისძიებას დაახლოებით 500-მდე სტუმარი, მათ შორის ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების წარმომადგენლები და ფეხბურთელები ესწრებიან.