ოთარ კიტეიშვილი - ბევრმა ფეხბურთელმა სეზონი წარმატებით ჩაატარა, რაც ნაკრებში უკეთეს ატმოსფეროს ქმნის #1TVSPORT
გრაცის „შტურმისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაზე, რომელსაც გუნდი 17 ივნისს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ლარნაკაში გამართავს.
„რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ხშირად ვიღებდი ტრავმას სანაკრებო შეკრების წინ, რაც ძალიან დასანანი იყო ჩემთვის. მიხარია, რომ უკეთეს კონდიციაში ვარ. ბევრი თამაში ჩავატარე ტრავმის შემდეგ და კარგ ფორმაში ვარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სანაკრებო თამაშებისთვის.
მნიშვნელოვანია, როდესაც სეზონი წარმატებულია გუნდისთვის. „შტურმთან“ ერთად თასი მოვიგე. ბევრი ფეხბურთელი გვყავს გუნდში, ვინც სეზონი წარმატებით ჩაატარა. ეს დადებით გავლენას ახდენს გუნდზე და უკეთეს ატმოსფეროს ქმნის“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
კვიპროსი – საქართველოს მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.