ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდშია #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი რჩეულ მოთამაშეებში ანალიტიკურმა პორტალმა sofascore-მა დაასახელა.
ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გრაცის გუნდმა გასვლაზე „ლინცი“ 1:0 ქართველის გოლით დაამარცხა. კიტეიშვილმა გამარჯვების გოლი მატჩის 48-ე წუთზე გაიტანა და ჩემპიონობისთვის მებრძოლ „შტურმს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ქართველის თამაში 8,0 ქულით შეაფასა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა და „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი ლიდერი ჯერ მატჩის მოთამაშედ დაასახელა, შემდეგ კი ტურის რჩეულ თერთმეტეულში შეიყვანა.