ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია – რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა ინტერნეტპორტალმა, Sofascore-მა დაასახელა.
ქართველმა ნახევარმცველმა ავსტრიული ფეხბურთის ბოლო წლების გრანდთან, „ზალცბურგთან“ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა და გრაცის „შტურმს“ პრინციპულ მეტოქესთან გასვლაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოაგებინა – 2:1.
Sofascore-მა ქართველ ნახევარმცველს 8,8 ქულა დაუწერა და ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, ხოლო ტურის დასრულების შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.
