ოთარ კიტეიშვილი - ალბათ, უეფა ერთა ლიგის ნახევარფინალებს გადადებს
ოთარ კიტეიშვილი - ალბათ, უეფა ერთა ლიგის ნახევარფინალებს გადადებს

ოთარ კიტეიშვილი დარწმუნებულია, რომ 26 მარტს თბილისში დანიშნული ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გადაიდება.

საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელმა იმ პრობლემებზე ილაპარაკა, რაც მოთამაშეებს მთელს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო შეექმნათ.

„გარკვეული დროით ვარჯიშები ავსტრიაში და კიდევ ბევრ ქვეყანაშია შეჩერებული. მეც სახლში ვზივარ და ველოდები, ეპიდემია როდის გადაივლის და ყველას იგივეს ვურჩევ. ასე ფორმას ვერ შევინარჩუნებ. ასეთ მდგომარეობა ბევრ ქვეყანაშია. ამას გარდა, ევროპიდან საქართველოში ჩამოსვლისას ბევრ ფეხბურთელს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოგვიწევს. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ფრენები ძალიან ბევრ ქვეყანაში შეზღუდული ან შეჩერებულია და როგორ ჩამოვალთ?“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ოთარ კიტეიშვილი.

ამ ყველაფრის შემდეგ კიტეიშვილი დარწმუნებულია, რომ ბელარუსთან 26 მარტის მატჩის გამართვა წარმოუდგენელია: „რაც მთავარია, ეს მხოლოდ ქართველების პრობლემა არაა. ერთა ლიგის მონაწილე ქვეყნების უმრავლესობა ანალოგიურ დაბრკოლებას წააწყდა. ასეთ პირობებში კი, ალბათ, უეფა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ერთა ლიგის ნახევარფინალურ თამაშებს გადადებს“.