ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა - „კრაკოვია“ კონკურენტთან დამარცხდა #1TVSPORT
ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ პოლონეთის „ექსტრაკლასაში“ უშუალო კონკურენტს, პოზნანის „ვარტრას“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მცველი 23-ე ტურის შეხვედრაში „კრაკოვიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და საშუალო შეფასება, 6.5 ქულა მიიღო. მთავარია, რომ მარტის სანაკრებო მატჩებამდე კაკაბაძე ფორმაშია და მუდმივი სათამაშო დრო აქვს.
შეხვედრის ბედი კი პოზნანელებმა შეხვედრის მიწურულს გადაწყვიტეს. „ვარტრას“ ჩეხმა თავდამსხმელმა, ტომაშ პრიკრილმა მე-80 წუთზე „კრაკოვიას“ კარი აიღო და სტუმრებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
„კრაკოვიას“ 23 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.