სენტ-გალენში გასამართ შეხვედრაზე კომენტარი ოთარ კაკაბაძემ გააკეთა. საქართველოს ნაკრებისა და „ლუცერნის“ მცველმა შვეიცარიასთან ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩისწინა განწყობაზე ილაპარაკა.
„საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების წინააღმდეგ არაერთი წარმატებული შეხვედრა უთამაშია. შვეიცარიის წინააღმდეგ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ ერთი ასეთი მატჩი ჩავატაროთ. ჩვენი მიზანი სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, რადგან შვეიცარიას ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და შევეცდებით, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი შედეგით დავასრულოთ“, – ამბობს ოთარ კაკაბაძე.
შვეიცარია-საქართველოს შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.