ოთარ კაკაბაძე - სასიხარულოა, რომ პირველ მატჩზე ქართველი გულშემატკივრები მრავლად იქნებიან #1TVSPORT
ოთარ კაკაბაძე - სასიხარულოა, რომ პირველ მატჩზე ქართველი გულშემატკივრები მრავლად იქნებიან #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ისთვის მზადებას ფელბერტში განაგრძობს. ვარჯიშის დაწყებამდე მოახლოებული ტურნირის შესახებ კომენტარი ეროვნული გუნდის წევრმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.

„უკვე რამდენიმე დღეა, რაც გერმანიაში ვართ. გუნდში მშვენიერი განწყობაა, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ამაღლდა. ძალიან კომფორტულ გარემოში ვემზადებით. ყველაფერია იმისთვის, რომ თამაშებს მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ.

რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული თამაში გველის. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩია.

სასიხარულოა, რომ შეხვედრაზე მრავლად იქნებიან ქართველი გულშემატკივრები როგორც საქართველოდან, ისე ევროპის და მსოფლიოს ქალაქებიდან“, – ამბობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი.