ოთარ კაკაბაძე - ნაკრებში დაბრუნებით ბედნიერი და მოტივირებული ვარ #1TVSPORT
პოლონური „კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრებს ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩებისთვის მზადებაზე კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ ნაკრებში დაბრუნებით. ტრავმის გამო თითქმის სამი თვე გამიცდა და ახლა ძალიან მოტივირებული ვარ. ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის. რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, თუმცა მნიშვნელოვანი მატჩებია, რადგან ეს მარტის პლეი ოფამდე ბოლო შეკრებაა“, – ამბობს ოთარ კაკაბაძე.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ (21:00) და 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთის (23:45) წინააღმდეგ გამართავს.
ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.