ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას“ ახალი კაპიტანია #1TVSPORT
ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას“ ახალი კაპიტანია #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატის გუნდმა, „კრაკოვიამ“ 2024-2025 წლების სეზონის დაწყებამდე გუნდის კაპიტნად საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ კაკაბაძე აირჩია, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

პოლონური გამოცემა dziennikpolski24 კაპიტნის შეცვლის შესაძლო მიზეზთან დაკავშირებით წერს:

„2024/2025 წლების სეზონის დაწყებამდე „კრაკოვიამ“ კაპიტანი და ვიცე-კაპიტნები აირჩია. გუნდის კაპიტანი ოთარ კაკაბაძე გახდა. ვიცე-კაპიტანი იაკუბ იუგასია, მესამე კაპიტანად კი კამილ გლიკი დაინიშნა.

გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ძველი კაპიტანი, 22 წლის მიხალ რაკოჩი მალე გუნდს დატოვებს.

კაკაბაძე ამჟამად „კრაკოვიაში“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ის გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრებში, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დასძლია. „ჯვაროსნები“ მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდნენ.

შესაძლოა, კაპიტნობა ერთგვარი „ჯილდოა“ ფეხბურთელისთვის თავდადებისა და ნდობისთვის, რადგან ევროს წინ მან კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. გარდა ამისა, მას უკვე ჰქონდა რამდენჯერმე კაპიტნის სამკლაური მორგებული“, – წერს dziennikpolski24.

„კრაკოვია“ ახალი სეზონის პირველ მატჩს კვირას, 21 ივლისს გამართავს.