გიბრალტართან (3:0) გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და შვეიცარიული „ლუცერნის“ მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ აღნიშნა, რომ მთავარია, რომ ევრო 2020–ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„მთლიანობაში, კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ. რაც მთავარია, ანგარიშიც ძალიან მისაღებია“, – ამბობს კაკაბაძე.
მან დანიასთან 10 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე ილაპარაკა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება და მოსამზადებლადაც ძალიან მცირე დრო დაგვრჩა. ფაქტობრივად, შემდეგ შეხვედრამდე მხოლოდ ერთ ვარჯიშს ვასწრებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალები სწრაფად აღვიდგინოთ, რაც დანიელებთან აუცილებლად დაგვჭირდება. ჩემი აზრით, ამ კუთხით პრობლემა არაა – ნაკრებს ძალების აღსადგენად ყველა პირობა აქვს“, – განაცხადა მან.