ოსტიგორს კვარაცხელიას იმედი აქვს - ხვიჩა საუკეთესო მოთამაშეა და ამას წელსაც დაამტკიცებს #1TVSPORT
„ნაპოლისა“ და ნორვეგიის ნაკრების მცველმა, ლეო ოსტიგორმა, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ეს ნორვეგიისთვის კარგი მატჩი იყო. საქართველოს ჰყავს ძლიერი მოთამაშეები, მათ კონტრშეტევებზე საგოლე მომენტები შექმნეს, ამიტომ ამ მოგებამ ძალიან გამახარა. წინასწარ ვიცოდით, რომ ბევრი მომენტი არ გვექნებოდა. მიზნად თითოეული შანსის კარგად გამოყენება დავისახეთ. ორი გოლი გავიტანეთ და საბოლოოდ, მოვიგეთ, მაგრამ ეს არ იყო ადვილი გამარჯვება.
კვარაცხელია? ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ, როგორ დავბლოკე მისი დარტყმა, მას ეს დიდად არ გაუხარდა. ნეაპოლში ერთად დავბრუნდით.
ხვიჩა უმაღლესი კლასის მოთამაშეა. რაც კვარამ გასულ სეზონში გააკეთა, ეს წარმოუდგენელი იყო. პირველივე სეზონში სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა. მჯერა, რომ ამ სეზონშიც გაიბრწყინებს. მას ჯერ კიდევ ბევრი შანსი ექნება, რადგან სეზონის დიდი ნაწილი წინაა“, – ამბობს ლეო ოსტიგორი.