„ოსტენდემ“ „ტენერიფესთან“ ანგარიში გაათანაბრა, შერმადინმა 19 ქულა დააგროვა (ვიდეო)

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში განმეორებითი მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ”. საკუთარ არენაზე მოგებული მატჩის შემდეგ ესპანური გუნდი ბელგიურ „ოსტენდეს” გასვლაზე დაუპირისპირდა და 85-75 დამარცხა. შედეგად სერიაში ანგარიში თანაბარი გახდა (1-1). შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდს ორი მოგების დაგროვება ესაჭიროება. აქედან გამომდინარე მეოთხედფინალისტის ვინაობა ტენერიფეშ გახდება ცნობილი.

გიორგი შერმადინმა მოედანზე 19:59 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (18) იგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც იყო.

გადამწყვეტი მატჩი „ტენერიფესა” და „ოსტენდეს” შორის ესპანეთში 18 მარტს შედგება.