„პარი სენ-ჟერმენი“ „ნაპოლის“ ნიგერიელ თავდამსხმელს კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილავს, რომელიც, დიდი ალბათობით, პარიზულ კლუბს დატოვებს და მადრიდის „რეალში“ გადავა, – იუწყება ჟურნალისტი ადრიენ გრენიე.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და ტრანსფერის თანხამ, შესაძლოა, 130 მილიონი ევრო შეადგინოს. Transfermarkt კი ნიგერიელ თავდამსხმელს 110 მილიონ ევროდ აფასებს.
ვიქტორ ოსიმენს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. კვარაცხელიას თანაგუნდელმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.