ოსიმენი კვარცხელიაზე - ის ძალიან ძლიერია, ადაპტაციაში ვეხმარები #1TVSPORT
„ვერონასთან“ იტალიის სერია „ა“-ში „ნაპოლის“ სუპერ გამოსვლაზე, ახალ ჩემპიონატში „აძურის“ მაისურით პირველ გოლსა და კვარაცხელიას თამაშზე ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიკტორ ოსიმენმა ისაუბრა და ხვიჩას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
ვიქტორ ოსიმენმა „წყევლა“ მოიხსნა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა „ნაპოლის“ მაისურით სეზონის პირველ მატჩში გაიტანა, როდესაც 2020 წელს „პარმასთან“ და 2021 წელს სახლში „ვენეციასთან“ ეს ვერ მოახერხა.
„ვერონასთან“ მატჩის შემდეგ DAZN-თან ინტერვიუში, ოსიმენმა გუნდის შესანიშნავი თამაშით აღტაცება გამოხატა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კარგი დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე საკვანძო მოთამაშე, გუნდის ნამდვილი ლიდერები და რა თქმა უნდა, თავდაჯერებისთვის ეს მოგება გჭირდებოდა“, – ამბობს ოსიმენი.
მას კითხვა ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაუსვეს და ქართველი განსაკუთრებულად შეაქო:
„კვარაცხელია? გოლამდე ორი წუთით ადრე მითხრა, რომ ჩემგან გოლი უნდოდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, სამი წელია აქ ვარ და ვეხმარები გუნდთან ადაპტაციაში. ჩვენ ვნახეთ, როგორი ფეხბურთელია ის მოედანზე. ის ძალიან ძლიერია“, – ამბობს ვიკტორ ოსიმენი.