ორმხრივი თამაში შეკრებამდე - ფოთის „კოლხეთი“ თურქეთში მიემგზავრება #1TVSPORT
თურქეთში შეკრებაზე გამგზავრებამდე, ფოთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მოედანზე „კოლხეთი 1913“-მა ორმხრივი თამაში გამართა.
„ნარინჯისფერმა“ გუნდმა „მწვანეები“ 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში დამარცხებულებმა კლიმოვის გოლით გახსნეს. წონასწორობა გვასალიამ აღადგინა, ხოლო მელქაძემ თავისიანებს გამარჯვება მოუტანა.
„ნარინჯისფერი“ გუნდი: რიაბენკო, მესიაჩენკო, ზოიძე, გიუნაშვილი, გაგნიძე, შეყილაძე, ერაძე, კვარაცხელია, კეკანა, კემო, კვაშილავა, კრასოვსკი, ჩიქოვანი, ხინთიბიძე.
„მწვანე“ გუნდი: კოტლიაროვი, ზურაბიანი, ხარშილაძე, მეგრელიშვილი, ახალაძე, ჯიჯავაძე, გვალია, გვასალია, კლიმოვი, მელქაძე, კვირკველია, ფასტოვი.
თამაშს „კოლხეთი 1913“-ის მფლობელი მამუკა ჯუღელი ესწრებოდა, რომელიც მთავარ მწვრთნელთან, დავით კვირკველიასთან ერთად მოთამაშეებს აკვირდებოდა.
ფოთელები თურქეთში ოცდღიან შეკრებაზე პირველ თებერვალს გაემგზავრებიან, სადაც ექვსი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმეს. 2024 წლის სეზონის სრული შემადგენლობა ამ მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ დაკომპლექტდება.