ორმაგი დუბლი 21 ქულით და MVP - მამუკელაშვილის მორიგი გამორჩეული შეხვედრა G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში მომდევნო შეხვედრა ჩაატარა და ამჯერადაც, პარკეტზე საუკეთესო იყო. მისმა გუნდმა, „ვისკონსინ ჰერდმა“ კი „ბირმინგემ სქუადრონი“ 99-85 დაამარცხა.
სანდრო სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32 წუთი ითამაშა. მან ამ დროში ორმაგი დუბლი 21 ქულითა და 12 მოხსნით (7 შეტევაში) გაიფორმა – მის ანგარიშზე ასევე 5 პასი და 4 ჩაჭრაა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 9 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, მან საჯარიმოს ხაზიდან ერთხელ ისროლა და ვერ ჩააგდო. მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში ვისკონსინელები 12 ქულით წინ გავიდნენ, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო. შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ, მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
პირველ მეოთხედში 13 ქულით გაქცევის მიუხედავად, „ბირმინგემმა“ მატჩის შემოტრიალება მაინც მოახერხა და ბოლო პერიოდამდე სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა, მაგრამ „ჰერდმა“ საბოლოო ჯამში 14 ქულით მოიგო.
მამუკელაშვილის გუნდს G ლიგაში 7 მოგება და 10 მარცხი დაუგროვდა – „ჰერდი“ ცენტრალურ დივიზიონში მე-6 ადგილზე იმყოფება.