ოლიმპიური რეკორდი - ჰავარ ლორენზენმა ნორვეგიას მორიგი ოქრო მოუტანა (ვიდეო) | ციგურებით სწრაფრბენა

ციგურებით 500 მეტრზე სწრაფრბენის ფინალი დრამატულად წარიმართა.

ყველასათვის მოულოდნელად ახალგაზრდა კორეელმა სპორტსმენმა, მინ კიუ ჩამ (მე-14 წყვილი), ახალი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა (34.42) და თითქოს ოქროს მედალი გაინაღდა, თუმცა ყველაფერი მე-16 წყვილის გამოსვლისას გადაწყდა.

ნორვეგიელმა ჰავარდ ლორენტზენმა წუთების უკან დამყარებული ოლიმპიური რეკორდი 0.01 წამით გააუმჯობესა და ნორვეგიას კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა.

მესამე ადგილი ჩინელმა ტინგიუ გაომ დაიკავა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე