„ლივერპულის“ თავდამსხმელი დივოკ ორიჯი უახლოეს მომავალში კლუბის დატოვებას არ აპირებს.
„მე ბოლო პერიოდში ბევრად უკეთესად ავთამაშდი. იურგენ კლოპმა განვითარებისთვის სივრცეები მომცა. მე ყოველთვის ყურს ვუგდებ ჩემს ინსტიქტებს და საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ. გერმანელ მწვრთნელთან მუშაობა ძალიან ნაყოფიერია. დარწმუნებული ვარ, რომ „ლივერპულში“ დიდი მომავალი მელის. გუნდის ხელმძღვანელებთანაც მქონდა საუბრები და ყველაფერი კარგად არის“, – ციტირებს ბელგიელს Coal.com-ი.
2019/2020 წლების სეზონში 25 წლის ფორვარდის ანგარიშზე 36 შეხვედრაში ხუთი გატანილი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემაა.