ზურიკო დავითაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა „სენტ ეტიენში“ და ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს – ეს ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. Geo Team-ის ცნობით კი, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება გვიან საღამოს წარმატებით გაიარა და „სენტ-ეტიენთან“ ოთხწლიან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ, ფრანგული მედიის მტკიცებით, ქართველი ფეხბურთელის „ბორდო“ საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასულ „სენტ ეტიენს“ უკვე შეუთანხმდა და 6 მილიონ ევროს მიიღებს.
დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წელს გადავიდა და ამ გუნდის მაისურით ლიგა 2-ში 2 სეზონი ითამაშა. ბოლო სეზონი კი გამორჩეულად წარმატებული გამოდგა – რვა გოლთან ერთად, დავითაშვილის ანგარიშზე რვა საგოლე გადაცემაა.