ორი ვერცხლის მედალი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე | ჭიდაობა
ორი ვერცხლის მედალი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე | ჭიდაობა

ტალინში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პირველი ვერცხლის მედალოსანი ლერი აბულაძე (63 კგ.) გახდა, რომელმაც გადამწყვეტი შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:5, რუს ამაევთან დათმო.

გიორგი ქაცანაშვილი 87 კგ. ფინალში რუს ერმოლენკოსთან ორი საეჭვო გაფრთხილების ხარჯზე დამარცხდა და ისიც ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს რობინზონ ესაძე (130 კგ.). მისი მეტოქე თურქი ბაკირი იქნება.