ორი ვაზარი კანადელთან და ლიპარტელიანი ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა და წონის პირველმა ნომერმა ვარლამ ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

ქართველ ძიუდოისტს მწვრთნელისგან ჰქონდა მითითება, უპირატესობა თავიდანვე მოეპოვებინა და პირველ ნომრად ეჭიდავა. ვარლამმა აქტიურ კანადელს გდების შანსი არ მისცა, თავად კი ორი ვაზარი მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი ვოლფი იქნება.

ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში მან ეგვიპტელი დარვაში გაფრთხილებებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.

ძიუდოს ტურნირის ფინალური ბლოკი – 12:00 საათზე დაიწყება.

 

ძიუდო

29 ივლისი

ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.)

1/8. ლიპარტელიანი VS დარვიში (ეგვიპტე)

1/4. ლიპატელიანი VS ელნაჰასი (კანადა)

1/2. ლიპარტელიანი VS ვულფი (იაპონია)

 

24 ივლისი

ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.)

1/8. ჩხვიმიანი VS ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

1/4. ჩხვიმიანი VS ტაკატო (იაპონია)

რეპეშაჟი. ჩხვიმიანი VS კიმი (კორეა)

 

25 ივლისი

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.)

1/16. ლევიცკა-შუკვანი VS ანესტორი (ჰაიტი)

1/8. ლევიცკა-შუკვანი VS ბუშარი (საფრანგეთი)

 

25 ივლისი

ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) – ვერცხლი

1/8. მარგველაშვილი VS შამილოვი (ROC)

1/4. მარგველაშვილი VS შმაილოვი (ისრაელი)

1/2. მარგველაშვილი VS ანი (კორეა)

ფინალი. მარგველაშვილი VS აბე (იაპონია)

 

26 ივლისი

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.)

1/16. ლიპარტელიანი VS მუკუნგუი (ბურუნდი)

1/8. ლიპარტელიანი VS სთოლი (გერმანია)

1/4. ლიპარტელიანი VS სისიკე (საფრანგეთი)

რეპეშაჟილიპარტელიანი VS კოვალჩიკი (პოლონეთი)

III ადგილი. ლიპარტელიანი VS იოშიდა (იაპონია)

 

26 ივლისი

ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) – ვერცხლი

1/16. შავდათუაშვილი VS შენი (საფრანგეთი)

1/8. შავდათუაშვილი VS ჰუსეინი (ჯიბუტი)

1/4. შავდათუაშვილი VS მარგელიდონი (კანადა)

1/2. შავდათუაშვილი VS ანი (კორეა)

ფინალი. შავდათუაშვილი VS ონო (იაპონია)

 

27 ივლისი

ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.)

1/16 ფინალი. გრიგალაშვილი VS მუროდოვი (ტაჯიკეთი)

1/8 ფინალი. გრიგალაშვილი VS ლი (კორეა)

1/4 ფინალი. გრიგალაშვილი VS მოლაეი (მონღოლეთი)

რეპეშაჟიგრიგალაშვილი VS ბოტაბოევი (უზბეკეთი)

III ადგილი: გრიგალაშვილი VS კასე (ბელგია)

 

28 ივლისი

ლაშა ბექაური (90კგ) – ოქრო

1/16 ფინალი. ბექაური VS კუჩერა (პოლონეთი)

1/8 ფინალი. ბექაური VS კოჩმანი (ისრაელი)

1/4 ფინალი. ბექაური VS ბობონოვი​ (უზბეკეთი)

1/2 ფინალი. ბექაური VS იგოლნიკოვი (ROC)

ფინალი. ბექაური VS ტრიპელი​ (გერმანია)

 

30 ივლისი

გურამ თუშიშვილი (+100 კგ.)