ორი სუპერ ჩხუბი იუ-ეფ-სი 239-ზე - ამანდა ნუნესი ჰოლი ჰოლმის წინააღმდეგ, ჯონ ჯონსი - სანტოსი
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ორი დივიზიონის ჩემპიონი ამანდა ნუნესი საკუთარ მსუბუქი წონის (51-54კგ) საჩემპიონო ქამარს ჰოლი ჰოლმის წინააღმდეგ დაიცავს.
იუ-ეფ-სი 239 მიმდინარე წლის 6 ივლისს ლას ვეგასში გაიმართება, თუმცა ეს ბრძოლა საღამოს მთავარი დაპირისპირება არ იქნება.
მამაკაცთა შორის ნახევრადმძიმე წონის დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ჯონ ჯონსი ტიტულს ამჯერად ბრაზილიელი ტიაგო სანტოსის წინააღმდეგ დაიცავს. რაც შეეხება ნუნესისა და ჰოლმის ორთაბრძოლას, ამ დაპირისპირებას შერეული საბრძოლო ხელოვნების მოყვარულები დიდი ხანია ელოდებიან.
ჰოლმი ბოლოს ოქტაგონზე 2018 წლის ივნისში გამოჩნდა, როდესაც მეგან ანდერსონი დაამარცხა. ამის შემდეგ ჰოლის მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და რეაბილიტაციის პროცესს გადის. ნუნესმა კი დეკემბერში კრის საიბორგი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.