ორი სპარინგი ახალგაზრდულისთვის - ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა
ორი სპარინგი ახალგაზრდულისთვის - ცეცაძემ შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია ცეცაძის გუნდი 22 მარტს სლოვენიას შეხვდება, ხოლო 26-ში – ისრაელს. ორივე ამხანაგური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

გუნდი 18 მარტიდან შეიკრიბება და ტექნიკურ ცენტრ ბასაზე მოემზადება, ხოლო 21 მარტს, ვარჯიშამდე, ახალგაზრდულის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის პრესკონფერენცია დაიგეგმა.

ცეცაძის რჩეული 23-კაციანი სია ასეთია:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი);

მცველები: გიორგი ჯინჯოლავა, ნიკა მალი, ლუკა ლაკვეხელიანი (სამივე – საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), გივი ხეცურიანი (ბოლნისის სიონი),

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, ზუკა დავითაშვილი, თორნიკე ძებნიაური (სამივე – ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე, თემურ ჩოგაძე (ორივე – ორივე რუსთავი), გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ჟირონა, ესპანეთი),

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსჰოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).