ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ჰოფენჰაიმის” ფორვარდი სანდრო ვაგნერი “ბაიერნში” გააგრძელებს კარიერას. 30 წლის ფეხბურთელმა 2020 წლის ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ გერმანიის ჩემპიონს ეს გარიგება 12 მილიონი ევრო დაუჯდა. ამ სეზონში ვაგნერს 11 მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი.
“ბაიერნის” ოფიციალურ ვებგვერდზე კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა: 21 წლის ფრანგმა კინგსლი კომანმა მიუნხენურ გრანდთან 2023 წლის ზაფხულამდე გააგრძელა ხელშეკრულება.
კომანი “ბაიერნში” 2015 წლიდან თამაშობდა და მოასწრო ორჯერ გერმანიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, აგრეთვე, თითოჯერ ქვეყნის თასისა და სუპერთასის აღება.