ორი რეკორდი ერთ დღეში - მოკლე პროგრამის შემდეგ რუსი გოგონები ლიდერობენ (ვიდეო)

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ქალთა შორის მოკლე პროგრამა დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი პოზიციები რუსმა სპორტსმენებმა გაიყვეს.

ევგენია მედვედევა ბოლო ჯგუფის პირველი გამომსვლელი იყო და მოკლე პროგრამაში ახალი მსოფლიო რეკორდი (81.6) დაამყარა. აღნიშნული რეკორდის დამხობა თითქოს უნდა გასჭირვებოდა 15 წლის ალინა ზაგიტოვას, თუმცა ახალგაზრდა სპორტსმენმა ურთულესი პროგრამა უნაკლოდ შეასრულა და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა (82.92).

მოკლე პროგრამის შემდეგ მე-3 ადგილზე კანადელი ქეითლინ ოსმონდია (78.78 ქულა).

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე