ორი ქართველის ასისტით - „სლოვანმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ორი ქართველის ასისტით - „სლოვანმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

ქართული სამეულის „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატში „ჟილინასთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა (4:2) და საჩემპიონო ბრძოლას აგრძელებს.

სლოვაკეთის ლიგის საჩემპიონო ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრა სამივე ქართველმა – გურამ კაშიამ, ჯაბა კანკავამ და გიორგი ჩაკვეტაძემ „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში ჩაატარეს. ვლადიმირ ვაისმა მხოლოდ ჩაკვეტაძე შეცვალა და ისიც ბოლო წუთზე.

„სლოვანმა“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და ამაში დიდი როლი ქართველებმა ითამაშეს. პირველი საგოლე გადაცემა მე-5 წუთზე გრინს ჩაკვეტაძემ გაუკეთა, ხოლო 21-ე წუთზე ჩავრიჩმა ბრატისლაველების უპირატესობა კაშიას გადაცემით გაზარდა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში სხვაობა შეამცირეს, მეორე ნახევარში კი ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ გრინის და ვლადიმირ ვაისი უმცროსის გოლებით ბრატისლავას „სლოვანმა“ 4:2 მოიგო, 60 ქულა დააგროვა და დაეწია ლიდერ „დუნაისკა სტრედას“, რომელიც ტურის მატჩს ტრნავას „სპარტაკთან“ მართავს.