ინტერნეტპორტალმა „სპორტსმა“ ყაზახეთის პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები დაასახელა – რჩეულ თერთმეტეულში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც სეზონის მსვლელობისას ტურის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტად დაასახელეს.
სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი შეიყვანეს – კოსტანაის „ტობოლის“ ცენტრალური ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და კიზილორდას „კაისარის“ თავდამსხმელი გუჯა ლობჟანიძე.
„ჯაბა კანკავა – „ტობოლის“ ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში 6-ჯერ მოხვდა. ასაკის მიუხედავად, ჯაბას შეუძლია მოედნის ცენტრში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში თითქმის ყველა ჩაკეტოს. ის აშკარად არ გამოიყურება ისე, რომ თამაში მობეზრდა“, – წერს გამოცემა.
„სპორტსი“თავდამსხმელებში გუჯა ლობჯანიძეს დასახელებას ასე ხსნის: „გუჯა ლობჯანიძე სიმბოლურ ნაკრებში 5-ჯერ მოხვდა. „კაისარის“ ქართველმა თავდამსხმელმა დაადასტურა, რომ „ტარაზში“ შარშანდელი სპექტაკლი ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი ის, რისი უნარიც მას აქვს. „კაისარში“ მან თავი კიდევ უფრო უკეთ გამოავლინა“.