ორი ქართველი წლის სიმბოლურში - 11 რჩეულში მხოლოდ სამი რუსია
ორი ქართველი წლის სიმბოლურში - 11 რჩეულში მხოლოდ სამი რუსია

გამოცემა „ნიუსმა“ 2019/20 წლების სეზონის რუსეთის პრემიერ ლიგის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა და რჩეულ 11 მოთამაშეს შორის ორი ქართველი შეიყვანა.

გამოცემამ სიმბოლური გუნდი რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულებული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შეადგინა და ის ფეხბურთელები გამოარჩია, რომელშიც სეზონის განმავლობაში ტურის ვარსკვლავების გუნდში ყველაზე მეტჯერ მოხვდნენ.

მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე საუკეთესო საქართველოს ნაკრებისა და „უფას“ მცველი ჯიმი (ჯემალ) ტაბიძეა. ის უფრო წინ დააყენეს, ვიდრე უკრაინის ნაკრების ყოფილი მცველი იაროსლავ რაკიცკი პეტერბურგის „ზენიტიდან“ და მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანი გიორგი ჯიქია. შედეგად, არჩევანი გაკეთდა „უფას“ ქართველი ლეგიონერის სასარგებლოდ, რომელმაც ცსკა-ს ისლანდიელ ჰერდურ მაგნუსონს აჯობა.

მარცხენა შემტევ ნახევარმცველად კი ყველას საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ამჯობინეს. საინტერესოა, რომ მისი კონკურენტიც ქართველი იყო – „ტამბოვის“ შემტევი გეორგი მელქაძე, ასევე „ზენიტის“ გამოცდილი მოთამაშე იური ჟირკოვი.