ორი ქართველი მორაგბე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებში „ორიაკის“ ორი ქართველი მორაგბე მოხვდა – ბექა შვანგირაძე და დაჩი პაპუნაშვილი. ორივე ქართველმა „აჟენის“ წინააღმდეგ მოგებულ (24:10) შეხვედრაში სრულად ითამაშა, შვანგირაძემ კი ლელოს დადებაც მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ მეშვიდე ტურში კიდევ ორმა მორაგბემ გამოიჩინა თავი – „ბრივისა“ და „გრენობლის“ შეხვედრაში ლელოს დადება გიორგი შველიძემ და ვახტანგ აბდალაძემ (ორივე „ბრივი“) შეძლეს.