ორი ქართველი ლიგა 2-ის სიმბოლურში - მიქაუტაძე და დავითაშვილი ტურის ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ – ტურის რჩეულები ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.
გიორგი მიქაუტაძემ „სენტ-ეტიენთან“ ორი გოლი გაიტანა და გასვლით მატჩში „მეცის“ გამარჯვებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითმაშა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა.
ლიგა 2-ში თავი ზურიკო დავითაშვილმაც გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა საშინაო შეხვედრაში „გრენობლის“ კარი აიღო და „ბორდოს“ გამარჯვებასა (3:0) და მეორე ადგილზე დაბრუნებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთდროულად ორი ქართველი მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე 19 გოლით ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირია – ის წინა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.