ორი ქართველი ესტონეთის თასის მფლობელია - ბეგლარიშვილმა მეათე ტიტული მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ორი ქართველი ესტონეთის თასის მფლობელია - ბეგლარიშვილმა მეათე ტიტული მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ტალინის „ლევადია“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ესტონეთის თასის მფლობელი გახდა.

ლევადიას“ შემადგენლობაში, რომელიც თასის ფინალში თანაქალაქელ „ფლორას“ დაუპირისპირდა, ორი ქართველი იყო და ორივემ შეუცვლელად ითამაშა – მცველმა ანტონ თოლორდავამ და ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა.

ბეგლარიშვილისთვის ეს გამორჩეული მატჩი იყო, რადგან თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა. „ფლორა“ უპირატესობას ფლობდა და სამი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, რის გამოც დაისაჯა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე გავიდა და ეს შეტევა ბეგლარიშვილის შესრულებული კუთხურის შემდეგ განვითარდა, რომელიც რობერტ კირსმა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა.

ეს თოლორდავასთვის ესტონეთში პირველი ტიტული იყო, ხოლო ბეგლარიშვილმა თასის მოპოვება მესამედ იზეიმა. მანამდე მან ეს ამჟამინდელი მეტოქის, „ფლორას“ ფორმით მაოხერხა, სადაც 2010–2012 და 2014–2020 წლებში გამოდიოდა და 240 მატჩში 104 გოლი გაიტანა.

ბეგლარიშვილმა აქამდე თასი „ფლორას“ შემადგენლობაში ორჯერ მოიგო – 2011 და 2013 წლებში. სულ კი მე-10 ტიტულის მფლობელი გახდა – თასის გარდა, სამჯერ (2011, 2012, 2014) იყო ესტონეთის სუპერთასის მფლობელი, ხოლო ოთხჯერ (2010, 2011, 2015, 2017) – ესტონეთის ჩემპიონი.