ორი ქართული ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში - „ორიაკს“ ალანაიამ და შვანგირაძემ მოაგებინეს #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მეხუთე ტურის შეხვედრაში, „ორიაკმა“ „გრენობლს“ უმასპინძლა და 27:23 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ქართველ მორაგბეებს მიუძღვით.
„ორიაკის“ ძირითად შემადგენლობაში თამაში სამმა ქართველმა დაიწყო, მიხეილ ალანიამ, გიორგი ქართველიშვილმა და ბექა შვანგირაძემ. მასპინძლებმა ამ შეხვედრაში ორი ლელო დადეს და ორივე ქართველების ანგარიშზეა – თავი მიხეილ ალანიამ და ბექა შვანგირაძემ გამოიჩინეს. ქართველიშვილი და ალანია შეცვალეს, შვანგირაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა. „ორიაკის“ კიდევ ერთი ქართველი, ბასა ხონელიძე მოედანზე 29-ე წუთზე გამოჩნდა.
„გრენობლის“ შემადგენლობაში სასტარტოში იყო ლუკა გოგინავა, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს.