ორი ქართული ლელო მეოთხე ტურის საუკეთესო ხუთეულში | რაგბი ევროპის ჩემპიონატი [ვიდეო]
ორი ქართული ლელო მეოთხე ტურის საუკეთესო ხუთეულში | რაგბი ევროპის ჩემპიონატი [ვიდეო]

„რაგბი ევროპის ჩემპიონატი“-ს ოფიციალურმა გვერდმა რაგბი ტურნირის მეოთხე ტურში დადებული 23 ლელოდან ხუთი საუკეთესო შეარჩია.

ტურის საუკეთესო მელელოვეებში ორი ქართველი მორაგბე – ბექა გორგაძე და დემე თაფლაძე მოხვდნენ.

ბექა გორგაძის მიერ პორტუგალიასთან დადებული ლელო მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო დემე დაფლაძემ კი მეორე ადგილი დაიკავა.

მეოთხე ადგილზე რუმინელი იონელ მელინტეს ლელოა. მესამე ადგილი პორტუგალიელმა ჟოაო ბელომ, საქართველოს წინააღმდეგ დადებული ლელოსთვის მიიღო, ხოლო პირველი ადგილი კი ესპანელ ფედერიკო კასტილიონის ერგო.

თავად „რაგბი ევროპა“ აცხადებს, რომ განვლილი ტურის მატჩებში ბევრი ლელო დაიდო, შესაბამისად, არჩევანის გაკეთება რთული იყო.