ორი ქართული გოლი ჩემპიონის კარში - პაპუნაშვილმა და ინჯგიამ „ომონიას“ გაუტანეს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი პაპუნაშვილმა და რეზი ინჯგიამ ლიმასოლის „აპოლონთან“ ერთად კვიპროსის ჩემპიონატისა და ევროსეზონისთვის მზადება დაიწყეს და პირველი საკონტროლო შეხვედრაში თავი გამოიჩინეს.

ქართველების გუნდი კვიპროსის მოქმედ ჩემპიონს, ნიქოზიას „ომონიას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა გახსნილი და უხვგოლიანი გამოდგა. პირველი ტაიმი ჩემპიონის უპირატესობით წარიმართა და „ომონიამ“ 3:1 მოიგო.

შესვენების შემდეგ „აპოლონის“ მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა სრულად შეცვალა და მოედანზე ორივე ქართველი შევიდა – პაპუნაშვილი და ინჯგია. ლიმასოლის გუნდმა შეტევა სწორედ მეორე ნახევარში გაამწვავა და მეტოქის კარი ორჯერ აიღო და ორივეჯერ ეს ქართველებმა მოახერხეს.

მე-60 წუთზე პაპუნაშვილმა სხვაობა პენალტით შეამცირა, ხოლო 75-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ინჯგიამ დააფიქსირა – მას თანაგუნდელის დარტყმული ბურთი მიუგორდა და საჯარიმო ხაზის სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, ლიმასოლის „აპოლონი“ კვიპროსის მოქმედ ჩემპიონთან, ნიქოზიასომონიასთან“ 3:4 დამარცხდა.