ინჯგიამ „აპოლონთან“ კონტრაქტი გააფორმა - ხელმძღვანელობისა და თანაგუნდელების მხრიდან დიდ ყურადღებას ვგრძნობ #1TVSPORT
ინჯგიამ „აპოლონთან“ კონტრაქტი გააფორმა - ხელმძღვანელობისა და თანაგუნდელების მხრიდან დიდ ყურადღებას ვგრძნობ #1TVSPORT

კვირაზე მეტია, რეზი ინჯგია ლიმასოლის „აპოლონში“ ვარჯიშობს. კვიპროსულმა კლუბმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა, რომ 20 წლის ქართველ თავდამსხმელთან კონტრაქტი გააფორმა.

ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც რევაზ ინჯგიამ წარმატებით დაასრულა საჭირო სამედიცინო გამოკვლევები. ქართველი ლეგიონერი კვიპროსულ კლუბში 13 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ფეხბურთელმა გუნდში გადასვლის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ გუნდში გადასვლით გახარებულია.

„პირველად ვტოვებ საქართველოს და ეს ჩემთვის გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ „აპოლონს“ მიზნების მიღწევაში დავეხმარო. დიდი ხანი არაა, რაც ლიმასოლის კლუბის ბაზაზე ვიმყოფები, პირველი შთაბეჭდილებები დადებითია. ლიმასოლი მშვენიერი ქალაქია, კარგი ამინდითა და მშვიდი ცხოვრებით. პირველივე დღიდან გუნდის ხელმძღვანელობის და თანაგუნდელების მხრიდან ყურადღებას ვგრძნობ“, – ამბობს რეზი ინჯგია.

მან საკუთარ პოზიციაზე ილაპარაკა:

„შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შემიძლია, თავდამსხმელების უკანაც და ასევე – თავდამსხმელადაც. სწრაფი ვარ და თავისუფალ სივრცეებში მოძრაობა მიყვარს. ჩემი მიზანია, „აპოლონშიდავმკვიდრდე და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“.