ჯერ უცნობია, პაპუნაშვილი „აპოლონში“ დარჩება თუ არა - გერმანელი მწვრთნელი შემადგენლობის განახლებას იწყებს #1TVSPORT
ჯერ უცნობია, პაპუნაშვილი „აპოლონში“ დარჩება თუ არა - გერმანელი მწვრთნელი შემადგენლობის განახლებას იწყებს #1TVSPORT

კვიპროსული „აპოლონის“ მთავარ მწვრთნელად გერმანელი ალექსანდრ ზორნიგერი დაინიშნა, რომელიც შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა გუნდში გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ლიმასოლის გუნდს „სარაგოსადან“ შეუერთდა.

გამოცემა „ბალა“ ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ქართველს გუნდის დატოვება მოუხდეს, რადგან ესპანეთიდან ჩასულმა ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა და გუნდის დახმარება ვერ მოახერხა.

„ალექსანდრე ზორნიგერმა გუნდი დაწვრილებით შეისწავლა. ის დიდ დროს უთმობს თამაშების განხილვას. ბოლო პერიოდში, „აპოლონი“ ბევრმა ფეხბურთელი დატოვა, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა ხელშეკრულება. სავარაუდოდ, კარი დაკეტილი ჯერაც არაა. ორ უცხოელ მოთამაშეს გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აქვს, მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, დარჩებიან თუ არა ისინი გუნდში. გადაწყვეტილებას მწვრთნელი მიიღებს, ვგულისხმობთ საშა მარკოვიჩს და გიორგი პაპუნაშვილს“, – წერს „ბალა“.

კვიპროსული გამოცემა ქართველის შესაძლო წასვლის მიზეზებზე წერს:

მარკოვიჩი ბოლო წლებში გუნდს დაეხმარა, მაგრამ შემადგენლობაში პოზიცია დაკარგა და ისეთ ასაკშია, როდესაც ახალ მწვრთნელს შეუძლია გაუშვას. ქართველმა ნახევარმცველმა კი „აპოლონის“ დახმარება საერთოდ ვერ შეძლო“.