ორი ოვერტაიმი „ტი დი გარდენში“ და ტეიტუმის 39 ქულა „კლიპერსთან“ მოგებულ თრილერში (ვიდეო)
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ყველა ვარსკვლავის კვირეულის დაწყებამდე რეგულარული სეზონის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა.
„ტი დი გარდენში“ მისულმა გულშემატკივარმა ორი ოვერტაიმი იხილა. „ბოსტონმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და საბოლოოდ მეტოქეს 141-133 სძლია.
„სელტიკსს“ 39 ქულით და 9 მოხსნით ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა. გორდონ ჰეივარდმა 21 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. კემბა ვოკერმა შეხვედრა 19 ქულით 9 მოხსნითა და 7 პასით დაასრულა.
დოკ რივერსის გუნდში ყველაზე შედეგიანი 35 ქულით ლუ ვილიამსი გამოდგა. კავაი ლეონარდმა 28 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. პოლ ჯორჯმა მოედანზე მხოლოდ 14:46 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 4 ქულას დასჯერდა, რაც მისთვის უჩვეულო სტატისტიკაა. მონტრეზლ ჰარელმა ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა (24 ქულა, 13 მოხსნა)
ნიუ ორლენი – ოკლაჰომა 118-123