ოთხი მატჩი გაიმართა დღეს დილით ეროვნური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში. უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, „მოდა ცენტრში“ ჩატარებული შეხვედრა. პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსმა“ ბრუკლინ „ნეტსს“ ორ ოვერტაიმში აჯობა. თამაშის ძირითადი დრო 120-120 დასრულდა. გამარჯვებული ვერც პირველმა დამატებულმა ტაიმმა გამოავლინა. ბოლო წუთები კი მასპინძლეთა კარნახით წარიმართა და საბოლოოდ ორეგონელებმა ანგარიშით 148-144 გაიმარჯვეს. პორტლენდს იუსუფ ნურკიჩმა ულიდერა 32 ქულით, 15 მოხსნით, 5 პასით და ოთხი დაფარებით. ბოსნიელმა ცენტრმა თამაშის დასრულება ვერ შესძლო. ნურკიჩმა ერთერთ ეპიზოდში კოჭის უმძიმესი ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. „ტრეილ ბლეიზერსი“ დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა და პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს.
რეგულარული სეზონის ბოლოს წარუმატებელ თამაშს განაგრძობს ოკლაჰომა „სითი თანდერი“. ბილი დონოვანის გუნდი პლეიო-ოფს აშკარად ცუდ ფრომაში ხვდება. ოკლაჰომელებმა დღეს დილით აუტსაიდერ მემფისთან ანგარიშით 103-115 წააგეს. მასპინძლებს ბრუნო კაბოლკომ ულიდერა 24 ქულით და 11 მოხსნით. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა იონას ვალანჩუნასმა. ლიტველმა ცენტრმა 18 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. „ოქ ეი სის“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი, პოლ ორჯს ჰქონდა – 30 ქულა, 12 მოხსნა. ოკლაჰომა დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა, თუმცა პლეი-ოფში გუნდი, დიდი ალბათობით, მაინც მოხვდება.