ორი ოქრო ბუდაპეშტიდან - ქართველების „ფერენცვაროში“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
„ფერენცვაროში“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე უნგრეთის ჩემპიონი გახდა – ეს 30-ე ტურში მოხდა, ბუდაპეშტელებმა გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს.
ლაშა დვალი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია, ხოლო გიორგი ხარაიშვილი განაცხადში არ ყოფილა, გიორგი ბერიძემ კი „უიპეშტის“ სასტარტოში გახლდათ და შეუცვლელად ითამაშა. ბუდაპეშტელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და საბოლოოდ, 3:0 მოიგეს.
30 ტურის შემდეგ „ფერენცვაროშმა“ 69 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „პუშკაშის აკადემიას“ (55) 14 ქულით გააასწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველების გუნდს კონკურენტი ვეღარ დაეწევა, უნგრეთის ჩემპიონობა სამი ტურით ადრე გაიფორმა და ახალ სეზონს ჩემპიონთა ლიგაში დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ „ფერენცვაროშმა“ უნგრეთის ჩემპიონობა 32-ედ მოიპოვა, რაც ამ ქვეყნის რეკორდია. სერგეი რებროვის გუნდი ოქროს მედლებს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.