საქართველოს 15-წლამდე და 16-წლამდე ნაკრებებმა სომხეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩები გამართეს.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა 15-წლამდელებმა შეხვედრა 3:0 მოიგეს. დუბლით თავი “საბურთალოს” ფეხბურთელმა ჯაბა ჯიბლაძემ (მე-11 და 43-ე წუთები) გამოიჩინა, ხოლო 18-ე წუთზე სტუმართა კარი “დინამოს” შემტევმა ლუკა გაგნიძემ აიღო.
ზვიად ჯელაძის 16-წლამდელებმ უფრო მოკრძალებული ანგარიშით, 1:0 მოიგეს. მეტოქის კარში ერთად-ერთი გოლი 37-ე წუთზე სფფ-ს აკადემიის ფეხბურთელმა ნიკა ტორონჯაძემ აიღო.
29 ნოემბერს საქართველოს 15 და 16-წლამდე ნაკრებები სომეხ თანატოლებთან მეორე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. ამის შემდეგ 15-წლამდელთა ნაკრები თბილისის ოთხთა საერთაშორისო ტურნირისთვის მოემზადება, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებით გაიმართება. მატჩები 5, 6 და 8 დეკემბერს ჩატარდება. მონაწილეები კი, საქართველოს 15-წლამდე ნაკრების გარდა, თურქეთი, ბელარუსი და ლიტვა იქნებიან.