ორი ლეგიონერის ტრანსფერი - სპორკსლედე ისრაელში წავიდა, გროცურეკი ავსტრიის რეგიონლიგაში ითამაშებს #1TVSPORT
ორი ლეგიონერის ტრანსფერი - სპორკსლედე ისრაელში წავიდა, გროცურეკი ავსტრიის რეგიონლიგაში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგის კლუბებიდან წასულმა ორმა ლეგიონერმა ახალ კლუბებთან კონტრაქტები გააფორმა – ფაბიან სპორკსლედე ისრაელში ითამაშებს, ხოლო ლუკაც გროცურეკი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს.

ნიდერლანდელი ფაბიან სპორკსლედე ამიერიდან ისრაელის მთავარი ლიგის „ბნეი სახნინში“ ითამაშებს. 28 წლის ნიდერლანდელს სხვადასხვა დროს უთამაშია „აიაქსში“, „ტილბურგში“, „კიევოში“, „ლუპა კასტელიში“, „ბრედასა“ და „ვაალვაიკში“.

სპორკსლედეს ნიდერლანდების ყველა ასაკობრივი ნაკრების ღირსებაც დაუცავს. თავის დროზე, „აიაქსში“ ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშა. 28 წლის მოთამაშე „დინამო თბილისს“ 2021 წლის სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და თბილისელთა ფორმით ჩატარებულ 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა. „დინამოსთან“ სპორკსლედეს კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

სპორკსლედესგან განსხვავებით, ლუკას გროზურეკი ახალი კლუბით დიდად კმაყოფილი არ უნდ იყოს – 30 წლის მოთამაშე კი საქართველოს ჩემპიონიდანვიენაში“ გადავიდა, რომელიც ავსტრიის რეგიონალური ლიგის აღმოსავლეთი ჯგუფში თამაშობს, ანუ ავსტრიული ფეხბურთის მესამე დონის დივიზიონში.

ავსტრიელ შემტევ ნახევარმცველს საქართველომდე უთამაშია ვენის „რაპიდში“, „ადმირა ვაკერში“, გრაცის „შტურმში“, „ კარსლრუეში“’, „სენტ-პოლტენში“, ხოლო ბათუმის „დინამოში“ 2021 წელს ჩაირიცხა და 28 შეხვედრაში მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა იყო. თუმცა ავსტრიელმა ფეხბურთელმა 18 მატჩი შეცვლაზე ჩაატარა და დეკემბერში ბათუმის „დინამო“ დატოვა.