კორეამ და კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 2032 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძლობისთვის ერთობლივი განაცხადის შეტანაზე მოილაპარაკეს.
ამის შესახებ იმ დეკლარაციაში წერია, რომელიც პიონჩანგში გამართული სამიტის შემდეგ შეადგინეს. მასში სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები ჟაე-ინ მუნი და კიმ-ჩენ ინი მონაწილეობდნენ.
ასევე, მხარეებმა გამოაცხადეს, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიპიადაზე სხვადასხვა სახეობაში ერთიანი გუნდით გამოსვლის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.