ორი „დინამოს“ შეხვედრაზე გულშემატკივარი დაუშვეს #1TVSPORT
ორი „დინამოს“ შეხვედრაზე გულშემატკივარი დაუშვეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ბათუმის „დინამო” „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.

ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონის საერთო ტევადობის 33%-ზე გულშემატკივართა დასწრება შესაძლებელი გახდა.

 

შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ-რეჟიმში, biletebi.ge-ზე იქნება შესაძლებელი, ბილეთების გაყიდვა კი 16:00-დან დაიწყება.

„მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: მატჩის ბილეთი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც. სტადიონის შესასვლელები 16:00-დან გაიღება“, – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 63 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „დინამო თბილისი“ 56 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.