დასრულდა შეჯიბრი ძიუდოში -63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქალებს შორის, რომლის გამარჯვებული ფრანგი სპორტსმენი კლარის აგბენიენუ გახდა. ვერცხლის მედალი წილად პოლონელ კაროლინა ტალახს ხვდა, ბრინჯაოს მედლები კი ბრიტანელებმა, ლუსი რენშალმა და ლუბიანა პიოვეზანამ მოიპოვეს.
ქალებს შორის კიდევ ერთ წონით კატეგორიაში გაიმართება ფინალური შეხვედრები და ქართველი მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ სანდრა დიდრიხთან იჭიდავებს.