ორი ბომბარდირი ეროვნულ ლიგა 2-ში - მაქაცარიას შეიკნე სილამ ვერ გადაასწრო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირი ერთდროულად ორი თავდამსხმელი გახდა – თამაზ მაქაცარია და შეიკნე სილა.
„გაგრას“ თავდამსხმელმა თამაზ მაქაცარიამ ბოლო ტურში საგარეჯოს „გარეჯთან“ 3:0 მოიგო და მაქაცარიამ დუბლი (28, 58) შეასრულა. მარტვილის „მერანმა“ კი გასვლაზე საჩხერეს „ჩიხურა“ 6:0 დაამარცხა, სადაც შეიკნე სილამ ჰეტ-თრიქი (59. 73, 81) მეორე ტაიმში შეასრულა.
ბოლო ტურში გოლებით თავი ვერ გამოიჩინეს მათმა კონკურენტებმა დათა სიჭინავამ (ბოლნისის „სიონი“, 20 გოლი) და გიორგი ხარებაშვილმა (საგარეჯოს „გარეჯი“, 20 გოლი). ამდენად ლიგას ორი ბომბარდირი ჰყავს.
თუმცა, უპირატესობას მაინც თამაზ მაქაცარია იმსახურებს, რომელმაც „გაგრაში“ მხოლოდ 23 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა, მათ შორის, 1 – პენალტით. ანუ მაქაცარიამ საშუალოდ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, რაც მართლა გამორჩეული შედეგია. მას ტრავმის გამო მეორე და მესამე წრის მატჩები გაუცდა, მაგრამ კონკურენტს გადასწრების საშუალება არ მისცა.
მარტვილის „მერანის“ მალელმა თავდამსხმელმა შეიკნე სილამ კი 23 გოლი 32 მატჩში გაიტანა, მათ შორის, პენალტით – 4. შესაბამისად მას კონკურენტზე ნაკლებად გაჰქონდა – საშუალოდ შეხვედრაში 0,72 გოლი, ანუ კონკურენტზე მეტი ითამაშა, მაგრამ ვერ გადაასწრო.
1. თამაზ მაქაცარია, გაგრა – 23 გოლი (23 მატჩი, გოლი პენალტით 1)
2. შეიკნე სილა, მერანი მრ – 23 (32 მატჩი, გოლი პენალტით 4)
3. დათა სიჭინავა, სიონი – 20
4. გიორგი ხარებაშვილი, გარეჯი – 20