ორი ამხანაგური ლიუტუვასთან - ფუტსალის ნაკრებმა ევრო2022-სთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები არსებობის განმავლობაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. ავთანდილ ასათიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში გამართულ ექვს შეხვედრაში ათი ქულა დააგროვა და კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება საუკეთესო მეორეადგილოსანის სტატუსით მოიპოვა.
ახლა გუნდმა ევრო 2022-ის ფინალური ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა საწვრთნელი შეკრება 29 მაისს დაიწყო და ლიეტუვას ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მთავარმა მწვრთნელმა ძირითადი აქცენტი საქართველოს ფუტსალის ლიგის მოთამაშეებზე გააკეთა, გუნდში მხოლოდ რამდენიმე ლეგიონერია. საწვრთნელ შეკრებაზე ამ დროისთვის 16 ფეხბურთელი იმყოფება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი, საქართველო), დავით ჯინჭარაძე (კსუ, თბილისი, საქართველო), ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, იუგორსკი, რუსეთი)
წიზა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა, თეიმურაზ ექიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (რედ დრაგონსი, პნიევი, პოლონეთი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ლიდა, ბელარუსი), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია, ლევან სვანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), გიორგი თოლორდავა (ილიაუნი, თბილისი, საქართველო)
საქართველოსა და ლიეტუვას ფუტსალის ნაკრებთა ამხანაგური მატჩები 3 და 4 ივნისს გაიმართება. ორივე შეხვედრა 18:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.