ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვეს
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვეს

ცნობილი სამხრეთაფრიკელი მძლეოსანი კასტერ სემენია გამოტოვებს მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც სექტემბერში ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო „რეიტერი“ (REUTERS).

მორბენალს დაუფიქსირდა ორგანიზმში ტესტოსტერონის მაღალი დონე. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ახალი წესების თანახმად, რომელიც 2018 წლის აპრილიდან ამოქმედდა, ამ ნივთიერების დონე ლიტრზე ხუთ ნანომილს არ უნდა აღემატებოდეს.

სემენია თავიდანვე არ იყო დაშვებული ჩემპიონატზე, რის შემდეგაც, შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა მისი აპელაცია. ახლა კი იმავე სასამართლომ თავისივე გადაწყვეტილება გააუქმა.

სემენია ქალებს შორის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია 800 მეტრზე რბენაში.