ოქტომბრის ბოლოს გამოვა სერიალი სპორტსმენებზე, რომლებიც კარიერისას სიძულვილის მსხვერპლნი გახდნენ, ერთ-ერთი სერიის გმირი კრიშტიანო რონალდო გახდება #1TVSPORT
ტელეარხი Vice TV გამოუშვებს დოკუმენტურ სერიალს Everybody Hates („ყველას სძულს“) ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურებზე სპორტის სამყაროში, – წერს გამოცემა Variety.
თითოეული ეპიზოდი ცალკეულ სპორტსმენზე მოგვიყვება. აღწერილობის თანახმად, სერიალი იკვლევს, თუ როგორ გახდნენ მისი გმირები ადამიანები, რომლებიც მილიონებს უყვართ და სძულთ.
პირველი ეპიზოდი მიეძღვნება ჯეიკ პოლს – ბლოგერს, რომელიც მოკრივე გახდა და რომელიც ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ენტონი ჯოშუამ ნოკაუტში გაუშვა. მომდევნო სერიებში მოგვითხრობენ NFL-ის ვარსკვლავებზე – აარონ როჯერსსა და მაიკლ ვიკზე, ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუზე, მოკრივე ფლოიდ მეივეზერსა და ქალთა NBAის კალათბურთელზე, ქეითლინ კლარკზე.
პირველი ეპიზოდი 27 ოქტომბერს გამოვა. სერია პორტუგალიის ნაკრებისა და საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდზე, კრიშტიანუ რონალდუზე 24 ნოემბერს გავა ეთერში.