„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, შესაძლოა, კარიერა „დორტმუნდში“ გააგრძელოს, – წერს გამოცემა Fichajes.
წყაროს ცნობით, 27 წლის ინგლისელს სურს მერსისაიდული გუნდის დატოვება, რათა მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. გარიგების თანხამ, შესაძლოა, 20 მილიონი ევრო შეადგინოს.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ოქსლეიდ-ჩემბერლენმა 10 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.